თავში

ოზურგეთში "ალეგრობა" აღინიშნა

​ოზურგეთში "ალეგრობა" აღინიშნა
ოზურგეთში ალეგრობა აღინიშნა

ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ალეგრობა" აღინიშნა. ოზურგეთს დღესასწაულთან დაკავშირებით, ოთხი ქვეყნის: იტალიის, პოლონეთის, უკრაინის და ლიეტუვის დელეგაცია სტუმრობდა.

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობდა. გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების, ასევე, ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის გამოფენა. პატარებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე, ადგილობრივმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ჯგუფებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. შედგა შოუ პროგრამა "ეროვნული სამოსი".

დაჯილდოვდა თერთმეტი წარმატებული ახალგაზრდა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100 %-იანი გრანტი მიიღეს, მათ მუნიციპალიტეტისგან 3000-3000 ლარი გადაეცათ. დასახელდნენ ოზურგეთის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები.

ღონისძიებების ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და უკრაინის ქალაქ გენიჩესკს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიების დასასრულს რეზიკო ხომერიკის, მარეხი მჟავანაძის, გიორგი ტოროტაძის, ჯგუფ “ალეგროს“ და "რეგიონის" გალა კონცერტი გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system