თავში

ოზურგეთში ხანძარი ლიკვიდირებულია - ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

ოზურგეთში ხანძარი ლიკვიდირებულია - ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი
ოზურგეთში ხანძარი ლიკვიდირებულია - ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. ხანძარს შუა ხნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით" - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system