თავში

პაატა იმნაძე: ეშინიათ, რომ ძალით აცრიან და ჩიპი იქნება ვაქცინაში

პაატა იმნაძე: ეშინიათ, რომ ძალით აცრიან და ჩიპი იქნება ვაქცინაში
პაატა იმნაძე: ეშინიათ, რომ ძალით აცრიან და ჩიპი იქნება ვაქცინაში

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა ვაქცინა შეიქმნება, ხელმისაწვდომი იქნება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

“ჯერ ნუ ვიმარჩიელებთ, ვნახოთ, როცა ვაქცინა გამოვა. იმედია, რომ გამოვა. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვაქცინა, რაც შეიძლება მალე იყოს.

ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, ჩიპი იქნება კიდევ ვაქცინაში. ძალით არავინ არავის არ აცრის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვაქცინა როცა შეიქმნება ხელმისაწვდომიც იქნება. ეგ უფრო მაწუხებს” - განაცხადა იმნაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system