თავში

პაატა იმნაძე: ინფიცირებულები არიან ჩვენს გვერდით და ისინი წარმოადგენენ საფრთხეს

პაატა იმნაძე: ინფიცირებულები არიან ჩვენს გვერდით და ისინი წარმოადგენენ საფრთხეს
პაატა იმნაძე: ინფიცირებულები არიან ჩვენს გვერდით და ისინი წარმოადგენენ საფრთხეს

ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ,-ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გააკეთა. პაატა იმნაძის განცხადებით დღეს უკვე დაწყებულია შიდა გადაცემა, ადამიანების ნაწილმა არც კი იცის რომ ინფიცირებულია და ისინი წარმოადგენენ საფრთხეს სხვებისთვის.

„სამწუხაროდ დღეს უკვე ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი ჩვენს გვერდით არიან, შეიძლება ისინი ყველაგან შეგხვდნენ, ამიტომ დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისი ოჯახის გარეთ ხვდება, ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი უკვე შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე დღეს აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მოვერიდოთ ერთმანეთს, ერთმანეთს უნდა მოვერიდოთ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა უნდა გააგრძელონ, ვინც აუცილებელ სამსახურებში არიან თავიანთი სამსახური, მაგრამ როდესაც ისინი ბრუნდებიან ოჯახებში უნდა მოერიდონ ოჯახის წევრებს, ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს ეს არის სოციალური დისტანცირება, როცა ისინი მათ შეხვდებიან მაღაზიაში იქნება თუ სხვაგან. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ჩვენ ვერ დავამარცხებთ. მე ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამითი გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system