თავში

პანდემიამ სისტემაში არსებული ხარვეზები დაგვანახა - ეკტერინე ტიკარაძე

პანდემიამ სისტემაში არსებული ხარვეზები დაგვანახა - ეკტერინე ტიკარაძე
პანდემიამ სისტემაში არსებული ხარვეზები დაგვანახა - ეკტერინე ტიკარაძე

„კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებზეა რეაგირება მნიშვნელოვანი, არამედ - საჭიროა სისტემური მიდგომა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური კოდექსის რეფორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს უპრეცედენტო რეფორმაა.

„ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ საჭიროებებზე ზრუნვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა, მოცვა, გარკვეულწილად, ფრაგმენტულია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა, რათა სახელმწიფომ შეძლოს და უკეთ დაინახოს ჩვენი მოქალაქეების ყველა სოციალური საჭიროება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს სერიოზული პასუხისმგებლობა და გამოწვევებს შესაბამისად უპასუხოს. კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებზეა რეაგირება მნიშვნელოვანი, არამედ - საჭიროა სისტემური მიდგომა. სწორედ ამიტომ, ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის გადახედვა, რომელიც დღეს არის ფრაგმენტული, როგორც ჯანდაცვის, ისე - შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების მიმართულებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system