თავში

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

​პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება
პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

27 მეგავატიანი ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი" განახორციელებს. 

როგორც ფერის გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, 27 მეგავატიანი ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით იქნება.

„სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული გვაქვს და პროცესს ნოემბრიდან აუცილებლად დავიწყებთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მედიის კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის - „ხადორი - 3“-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა, იორდანიშვილის თქმით, მოსახლეობას პროტესტისკენ არასამთავრობოები უბიძგებენ.

„კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები“, თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში 5.4 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system