თავში

პარლამენტი, შესაძლოა, კარანტინის რეჟიმზე გადავიდეს

პარლამენტი, შესაძლოა, კარანტინის რეჟიმზე გადავიდეს
პარლამენტი, შესაძლოა, კარანტინის რეჟიმზე გადავიდეს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტი საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. თალაკვაძე ასევე დისტანციურად მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტები ელექტრონული გზით გადაწყვეტილების მიღებას დანერგავენ.

"მე სუბიექტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, თუ არა ხვალ, ზეგ, აუცილებლად, პარლამენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ელექტორნული პროცესს შემოიტანენ გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, მან მთლიანად არ უნდა ჩაანაცვლოს პარლამენტი და ვერც ჩაანაცვლებს. ვეთანხმები იმ კლასიკას, რომ პარლამნეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი არის ის, რომ ჩვენ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ. თუმცა ეს არის რეალური შემთხვევა, როდესაც არც საგანგებო სიტუაცია არის დღეს გამოცხადებული, მაგრამ ქვეყანაში არის რეალურად ვითარება, სადაც პარლამენტი ნებისმიერ მომენტში ხვალ, ზეგ შეიძლება გადავიდეს კარანტინის რეჟიმში და ჩვენ შეკრება ვერ შევძლოთ. ეს შეიძლება ერთმა ან ორმა დადასტურებულმა შემთხვევამ გამოწვიოს. შესაბამისად შეკრების შესაძლებლობას ჩვენ ვიქნებით მოკლებული ისე, რომ საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ არის გამოცხადებული. ამიტომ ეს ლოგიკაც უნდა გავითვალისწინოთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system