თავში

პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა
პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა. ადგილზე სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერებია თავმოყრილი. სარესტავრაციო სამუშაო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შენობის უნიკალური კედლის მხატვრობა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა აღადგინეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნა ეროვნული საქმეა.

„საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნით, ეროვნული საქმე გაკეთდა. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენს თაობასაც მიეცა შესაძლებლობა, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდამჭერები და მონაწილეები. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ და მეტ განვითარებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system