თავში

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები 19:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებენ. 

„ქუდზე კაცი. ყველანი უნდა მიხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, რადგან მერე იქნება გვიანი", - ამის შესახებ აქცია „სირცხვილიას" ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა. 

მოძრაობა „სირცხვილიას" და „შეცვალეს" ორგანიზატორები პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

„დავიწყებთ, როგორც მინიმუმ ცენტრალური გამოსასვლელის პიკეტირებას. ყველანი უნდა მოხვიდეთ პარლამენტის შენობასთან, რადგან ეს მოღალატეები აღარ გამოვუშვათ შენობიდან ", - განაცხადა მაქარაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system