თავში

პარლამენტში შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

პარლამენტში შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
პარლამენტში შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ იყო ოორგანიზებულო. სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.

ორგანიზაციის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გიორგი ვოლსკიმ, გუგული მაღრაძემ, სიმონ ნოზაძემ. ღონისძიებას მოდერატორობდა მარიამ ჯაშის თანაშემწე და ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ის ხელმძღვანელი ნინო გულუა. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტს განათლების ყველა ეტაპზე ინკლუზიური განათლების ხარისხზე ზრუნვისთვის, საქართველოს პარლამენტს - მასპინძლობისთვის და თბილისის მერიას, რომელმაც თითოეულ ბენეფიციარს გადასაცემად საახალწლო საჩუქრები მოუმზადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system