თავში

პატრიარქი ეპარქიალურ მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის

პატრიარქი ეპარქიალურ მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის
პატრიარქი ეპარქიალურ მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მცხეთა-თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის. ამის შესახებ პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელსაც თავად საპატრიარქო აქვეყნებს. ბრძანების თანახმად, საბჭო აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. 

„11 ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას მცხეთა-თბილისის ეპარქიალური მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც განიხილავს აღნიშნულ ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი წევრებით: საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საპატრიარქო ტახტის მესაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი“, - აღნიშნულია კათოლიკოს პატრიარქის ბრძანებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system