თავში

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს და არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდია ჩვენი გულისტკივილი ცნობილი არქიტექტორის, ძველი თბილისის აღდგენაში გამორჩეული წვლილის შემტანის, ბატონ შოთა ყავლაშვილის საქმის ღირსეული გამგრძელებლის, მუდამ მოფუსფუსე, ახალგაზრდების პროფესიონალურ აღზრდაში დაუღალავის, ბატონ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system