თავში

პატრიარქის აღსაყდრებიდან 44 წლისთავზე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა აღევლინება

პატრიარქის აღსაყდრებიდან 44 წლისთავზე სამების საკათედრო
პატრიარქის აღსაყდრებიდან 44 წლისთავზე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა აღევლინება

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლისთავთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა აღევლინება. უწმინდესი მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება. ის დღეს სავარაუდოდ არც სტუმრების მიიღებს საპატრიარქო რეზიდენციაში.

"1979 წელს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სწორედ ამ დროს მოხდა მისი პატრიარქად აღსაყდრება, ვულოცავ მის უწმინდესობას და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 15 მღვდელმთავარი აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში წირვას. წირვის ბოლოს მიულოცავენ უწმინდესს მისი აღსაყდრების დღეს და იქნება ქადაგება", - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system