თავში

პატრიარქმა აშშ-ის ელჩს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პატრიარქმა აშშ-ის ელჩს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
პატრიარქმა აშშ-ის ელჩს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია, ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

გვინდა, აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ, დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ისა და, რა თქმა უნდა, საერთო ძალისხმევითაც, პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას.

შევთხოვთ უფალს, მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნულია ილია მეორის მილოცვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system