თავში

პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა Covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით - ეკატერინე ტიკარაძე

პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა Covid-ით, არამედ
პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა  Covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს კლინიკებში Covid ინფიცირებული პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა უშუალოდ კორონავირუსით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. წლის შემაჯამებელ ანგარიშში მოხსენებისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ კლინიკების მონიტორინგი ხორციელდება, თუმცა არსებობს კლინიკები, სადაც პაციენტების გარდაცვალების მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია, თუმცა, ამასთანავე არსებობს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ს აღწევს.

"ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები.

საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები. ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს. საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. მიზეზი ინფექციის კონტროლის არარსებობაა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system