თავში

თბილისში საავადმყოფოდან პაციენტი გაუჩინარდა

თბილისში საავადმყოფოდან პაციენტი გაუჩინარდა
თბილისში საავადმყოფოდან პაციენტი გაუჩინარდა

საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრიდან პაციენტი გაუჩინარდა.

63 წლის თამაზ აივაზოვს ახლობლები და სამართალდამცველები მერვე დღეა ეძებენ. პაციენტს საავადმყოფოში კუჭის ოპერაცია ჩაუტარდა.

report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრესსამსახურში განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში უკვე ამოღებულია კლინიკის შენობაში და მის მიმდებარედ არსებული ვიდეო-კამერის ჩანაწერები, ასევე გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელსაც პაციენტთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system