თავში

,,მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს" - ოჯახი კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს 16 დღეა ეძებს

,,მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს" - ოჯახი კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს 16 დღეა ეძებს
,,მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს - ოჯახი კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს 16 დღეა ეძებს

საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრიდან გაუჩინარებულ პაციენტს 16 დღეა ეძებენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში მცხოვრები 63 წლის თამაზ აივაზოვი კლინიკაში კუჭის ოპერაციის ჩატარებიდან მესამე დღეს, 15 ოქტომბერს გაუჩინარდა.

ოჯახი ხელისუფლებას დაკარგულის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

დაკარგულის ძმისშვილი გიორგი აივაზაშვილი report.ge-სთან აცხადებს, რომ ბიძამისს კლინიკიდან გაპარვის არავითარი მიზეზი არ ჰქონდა და მისი მკურნალობაც დაფინანსებული იყო.

,,არ ვიცი, რა ვიფიქრო, უკვე ცოცხალს აღარ ვეძებ, ნეტა მკვდარი მაინც მანახა და მისი საფლავი მექნება. არ ვიცი რატომ გავიდა საავადმყოფოდან, რატომ მიატოვა ოჯახი. მთელი დღეებია მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. კლინიკიდან გაპარვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. პოლიციაშიც ვიყავი, მაგრამ საიმედოს არაფერს ამბობენ. კლინიკიდან იურისტმა რომ დამირეკა, მითხრა ბიძაშენი აღარ არისო, მე ვიფიქრე მოკვდა-მეთქი, თურმე იმას გულისხმობდა, რომ პალატაში არ იყო. მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს, კაცი კლინიკაში მივიყვანეთ, ახლა კი ეზოებში, ტყესა და მიტოვებულ შენობებში ვეძებთ",- აცხადებს დაკარგული კაცის ძმისშვილი გიორგი აივაზაშვილი.

report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system