თავში

პედიატრი თემურ მიქელაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

პედიატრი თემურ მიქელაძე კორონავირუსით დაინფიცირდა
პედიატრი თემურ მიქელაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

პედიატრი თემურ მიქელაძე, კორონავირუსით დაინფიცირდა და ამჟამად კოვიდსასტუმროში იმყოფება.

ექიმი ამბობს, რომ ვაქცინამ ის დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაიცვა. 

მისივე თქმით, შეხება მხოლოდ აცრილებთან ჰქონდა და მისგან ვირუსი არავის გადასდებია. თემურ მიქელაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"გადამაქვს შედარებით მსუბუქად, ეს განპირობებულია ვაქცინაციის სრული კურსით, რაც გავიკეთე. მე კონკრეტულად დაცული ვარ "ასტრაზენეკას" ვაქცინით. რომ არა ვაქცინაცია, შეიძლებოდა ჩემ შემთხვევაშიც, სირთულით წასულიყო ინფექცია.

მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა თემურ მიქელაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ნახეთ, რამდენი ადამიანია აცრილი საქართველოში კორონავირუსზე.

ნახეთ, განახლებული კოვიდსტატისტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system