თავში

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე დაავადებული ფიჭვები მოიჭრება - PHOTO

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე დაავადებული ფიჭვები მოიჭრება - PHOTO
პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე დაავადებული ფიჭვები მოიჭრება - PHOTO

თბილისში, ჟვანიას მოედანსა და პეკინის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ თარგში სანიტარიული ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 33 ძირი დაავადებული და ზეხმელი ფიჭვი მოიჭრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალური ტექნიკით კუნძების ჩაბურღვაც განხორციელდება და დაავადებული ხეების ნაცვლად, დიდტანოვანი მწვანე ნარგავები დაირგვება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

,,აღსანიშნავია, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens სახეობის მავნებელი მწერი, რომელმაც დაავადების ზრდა გამოიწვია. ზემოაღნიშნული მავნებელი მწერები, როგორც წესი, ფიჭვის ხეებს აზიანებენ და სხვა სახეობის წიწვოვანებზე არ ვრცელდებიან.

სანიტარიულ ჭრებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს", - აცხადებენ მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system