თავში

პენიტენციურ სისტემაში ვითარება ექვემდებარება კონტროლს - იუსტიციის მინისტრი

პენიტენციურ სისტემაში ვითარება ექვემდებარება კონტროლს - იუსტიციის მინისტრი
პენიტენციურ სისტემაში ვითარება ექვემდებარება კონტროლს - იუსტიციის მინისტრი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, დღეისათვის პენიტენციურ სისტემაში ვირუსი კონტროლს ექვემდებარება, სრულად არის მართვადი.

„დღეის მდგომარეობით, PCR ტესტირება ჩატარებულია 4 დაწესებულებაში. ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. მინდა აღვნიშნო, რომ ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის ნიშნები არსად გამოვლენილა. ბოლოს, ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განსაკუთრებით, რომ გეგუთი დაიცალა, რომ გეგუთში მძვინვარებს ეპიდემია და ა.შ. გეგუთი მართლაც დაიცალა, მაგრამ ჯანღისგან დაიცალა და გამოჩნდა რეალური სურათი, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ პროაქტიულად ყოველთვის გატყობინებთ. კერძოდ, გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და შეიძლება პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს. 

ახლა, ამ წუთებში, როდესაც ვსაუბრობთ, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N2 პენიტენციურ ქუთაისის დაწესებულებაში, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უტარდებათ PCR ტესტირება და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინტენსიური ტესტირება განყენებულად არის რაღაც პანაცეა”, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system