თავში

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების ამსახველ კადრებს ავრცელებს - VIDEO

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილ
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების ამსახველ კადრებს ავრცელებს - VIDEO

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით მესამე პრეზიდენტი გარკვეული ტიპის ფაფეულს მიირთმევდა. პენიტენციურის სამსახური იმ პროდუქტების სიასაც აქვეყნებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაკავებიდან დღემდე მიიღო. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system