თავში

პენიტენციური სამსახური: ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

პენიტენციური სამსახური: ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა
პენიტენციური სამსახური: ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში განთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ სხვა პატიმრებთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონიათ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი კარანტინში მყოფ ორ ახალდაკავებულ ბრალდებულს. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.

"მოცემული პირები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები და ამავე საკანში მათთან ერთად კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის გეგმიური PCR ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კოვიდდადასტურებულ პირებთან კონტაქტის გამო იგი 12-დღიან საკარანტინო პერიოდს კიდევ ერთხელ გაივლის და მხოლოდ ამ ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნება გადაყვანილი ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).

ინფორმაციისთვის, 12 ოქტომბერს ახალი სამედიცინო პროტოკოლის ამოქმედების (ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ) შედეგად ახალდაკავებულ ბრალდებულებში covid-19-ის 4 შემთხვევა იქნა გამოვლენილი და თითოეულმა ამ პირმა მკურნალობა გაიარა შესაბამის სამოქალაქო კლინიკებში", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system