თავში

პეტრე კოლხი: ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მოვეშვათ მესიანისტურ ზღაპრებს

პეტრე კოლხი: ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მსტურ ზღაპრებს
პეტრე კოლხი: ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მოვეშვათ მესიანისტურ ზღაპრებს

მღვდელი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვები მოიხსნება.

"მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სამსახური დისტანციურ მომსახურეობაზეა გადასული, საცობებმა ისე იმატა, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

საინტერესოა, სად მოძრაობენ ადამიანები და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს… მედიკოსების თავდადებული შრომის ფონზე, ვირუსი მაინც მძვინვარებს.

ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელი მოწმობს იმას, პირველ ადგილზე ვდგავართ პანდემიის გავრცელების მხრივ. სრულიად უმართავი სიტუაციაა და თავად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.

ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს. ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მოვეშვათ მესიანისტურ ზღაპრებს!..” – ნათქვამია მამა პეტრე კოლხის Facebook პოსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system