თავში

პიკის გადავლაზე საუბარი ნაადრევია - გაბუნია

პიკის გადავლაზე საუბარი ნაადრევია - გაბუნია
პიკის გადავლაზე საუბარი ნაადრევია - გაბუნია

დაბეჯითებით იმაზე საუბარი, რომ პიკი გადავიარეთ ნაადრევია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ვირუსთან ბრძოლაში ნაადრევი ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება. 

"ჯერჯერობით ჩვენ გაუმჯობესებაზე ვერ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე, თუმცა კლება და იმის დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს ეპიდემიის მიმდინარეობაში, ცოტა რთულია და ამაზე საუბარი ნაადრევია. როგორც იცით, თითოეული შემსუბუქება და ისევ შეზღუდვა საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის რომ შედეგები მეტად თვალსაჩინო იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ", - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system