თავში

გამყრელიძე: პიკში შევედით

გამყრელიძე: პიკში შევედით
გამყრელიძე: პიკში შევედით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევიდა. ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შემთხვევების ზრდას არ გამორიცხავს.

„ჩვენთან შიდა გავრცელება დაფიქსირდა 22 მარტს, როცა პირველწყაროზე ვერ გავედით, შიდა გავრცელებიდან მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირა ყველაზე საფრთხილო კვირებად ითვლება, როდესაც შეიძლება, ე.წ. პიკში შეხვიდე. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პიკში შევედით, ახლა სწორედ მეექვსე კვირაა, ჩვენ პიკში შევედით და შესაბამისად, შესაძლოა, შემთხვევების ზრდა იყოს, ან მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს ზრდა იყოს ე.წ. პლატოს ფორმის და არ იყოს ციცაბო ფორმის. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,მოამბის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 511 ადამიანია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 168.

ქვეყანაში კორონავირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში - 5124,  ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 538 ადამიანი იმყოფება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system