თავში

პიკში ვართ შესული, სიტუაცია არასახარბიელოა - გამყრელიძე

პიკში ვართ შესული, სიტუაცია არასახარბიელოა - გამყრელიძე
პიკში ვართ შესული, სიტუაცია არასახარბიელოა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია შესული. 

რაც შეეხბა დღევანდელ მაჩვენებელს, გამყრელიძე ამბობს, რომ 2 171 შემთხვევა, უქმე დღეების ეფექტია, რადგან დასვენების დღეებში ტესტირებები ინტენსიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ეპიდსიტუაცია "სახარბიელო" არ არის, თუმცა მართვადია და ჯანდაცვის სისტემა მას გაუმკლავდება. 

"ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული. ეს 2000 შემთხვევა, რაც არის დღეს, გახლავთ უქმე დღეებზე დაგროვილი. მოგეხსენებათ, რომ უქმე დღეებზე ტესტირება ინტენსიური არ არის, უქმე დღეების შემდგომ, გარკვეულად გვაქვს ხოლმე ასეთი ნახტომისებური ზრდა. დიდი ალბათობით შეიძლება, ესეც იყოს და მეორე - რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაცია არ არის სახარბიელო. 

ჯანდაცვის სისტემა მაშინ გაუმკლავდა, როცა 5000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბერში იყო სირთულეები, მაგრამ გაუმკლავდა. ახლა ეს რიცხვები არის მართვადი",- თქვა გამყრელძემ "მთავართან" სატელეფონო კომენტარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system