თავში

პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს - ომბუდსმენი

პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს - ომბუდსმენი
პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს - ომბუდსმენი

მივმართავ პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხმედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

"იმედი მაქვს, ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ეს იქნება პოზიტიური პირველ რიგში ბავშვებისთვის, რადგან ბავშვები არიან ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ. ამიტომ, მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას და ამის შემდგომ ვართ მზად,ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო მათთან. პირველ რიგში, ახლა ყველას ინტერესშია, რომ სიტუაციის დამშვიდება მოხდეს, რადგან თუ ეს არ მოხდა, როგორც პანსიონში მყოფ ბავშვებზე, ასევე ახალგაზრდებზე კვლავ გაგრძელდება სერიოზული წნეხი და ზეწოლა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system