თავში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით 5 პაციენტი მკურნალობს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით 5 პაციენტი მკურნალობს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით 5 პაციენტი მკურნალობს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მოხლოდ 5 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამასთან, კლინიკის ცნობით, კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

,,27 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 13 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 5. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი", - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთი იყო იმ კლინიკებს შორის, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system