თავში

პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შევიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ.

ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ფაქტის გამო, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიეოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system