თავში

პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა
პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მამა გიორგი პირველი სასულიერო პირია, რომელიც საჯაროდ აიცრა.

მან  "ასტრაზენეკას" ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა. მოძღვარმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს. ბავშვები ვერ დადიან სკოლაში, წრეებზე, სპორტზე. ერთი წელიწადია ქვეყანა გაჩერებულია. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რომ ქვეყანა გაიხსნას და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ კალაპოტს",- განაცხადა მამა გიორგიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system