თავში

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა
თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გმირთა მოედანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. 

ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გუშინ, ღამით მოხდა. ავარიის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული იყო. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system