თავში

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

​პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. 

როგორც report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

"პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ საკონსულოს და მათ მიეცათ განმარტება, თუ რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად. პოლონეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა აგილობრივ სამართალდამცველებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system