თავში

პრემიერი მორწმუნეებს შობის დღესასწაულს ულოცავს

პრემიერი მორწმუნეებს შობის დღესასწაულს ულოცავს
პრემიერი მორწმუნეებს შობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალური ქსელის საშუალებით, შობის დღესასწაულს ულოცავს ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

„ქრისტეშობას ვულოცავ ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.

მაცხოვრის შობას სიკეთე და სიყვარული მოაქვს ადამიანების გულებში. სწორედ სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვაა ის უმთავრესი ძალა, რაც ასე სჭირდება დღეს კაცობრიობას უხილავ მტერზე გამარჯვებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system