თავში

პრემიერი: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს - ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები

პრემიერი: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს - ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები
პრემიერი: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს - ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები

მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, გუშინ, გვიან ღამით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს, შეეჯახა, რომლითაც თბილისიდან ზუგდიდში, ოპოზიციის აქციაზე მყოფი ადამიანები ბრუნდებოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system