თავში

პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა

პრემიერის აპარატს პრესსპიკერის პოზიცია დაემატა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის  თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ  ახალი პოსტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხს აამაღლებს.

„მინდა მოგახსენოთ სიახლე. ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მთავრობის ადმინისტრაციასა, ჩვენ მოქალაქეებსა და რა თქმა უნდა მედიას შორის", - განაცხადა  გიორგი გახარიამ.

“თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის  მრჩევლად 2018 წლის 24 დეკემბერს  დაინიშნა.  ჩიქოვანი  მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მრჩეველი იყო სტრატეგიული მიმართულებით.

ირაკლი ჩიქოვანი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2009 წლიდან ის “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი იყო. 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან პარტია დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system