თავში

პრემიერი: მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდებს

პრემიერი: მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდებს
პრემიერი: მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდებს

"მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს,"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ახლა ყველაზე მეტად გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სჭირდებათ გვერდში დგომა.

"მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს. პირველ რიგში მათ სჭირდებათ გვერდში დგომა და გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ," - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system