თავში

პრემიერის დაცვის კიდევ ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერის დაცვის კიდევ ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
პრემიერის  დაცვის კიდევ ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კიდევ ორ დაცვის წევრს დაუდასტურდა. ინფორმაცია Report.ge-ს პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. 

ჯამში კორონავირუსი პრემიერის სამ დაცვის წევრს დაუდასტურდა, ისინი ამ დროისათვის კარანტინში არიან გადასულები.

როგორც  Report.ge-ს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია გაიკეთა თუ არა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსზე ტესტი.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ საკუტარი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გუშინ დაწერა, რომ მისი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თვითიზოლაციაში გადავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system