თავში

პრემიერისთვის ემზადებოდა - ბათუმის თეატრი ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის შესახებ წერს

პრემიერისთვის ემზადებოდა - ბათუმის თეატრი ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის შესახებ წერს
პრემიერისთვის ემზადებოდა - ბათუმის თეატრი ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის შესახებ წერს

ბათუმის თეატრი 25 წლის დაღუპული მსახიობის, ლაშა კუხიანიძის გარდაცვალებას ეხმაურება. თეატრი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსახიობი უახლოეს პერიოდში პრემიერისთვის ემზადებოდა. 

"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებული ლაშა კუხიანიძე.

ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მონაწილობდა ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლებში, ახლაც მიმდინარეობდა ინტენსიური რეპეტიციები მისი მონაწილეობით, რომლის პრემიერა მალევე უნდა გამართულიყო.
გადაღებულია სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში"
- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ლაშა კუხიანიძე 12 აგვისტოს, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system