თავში

პრეპარატების შეძენა აიძულეს - ბაჩალიაშვილის დედა

პრეპარატების შეძენა აიძულეს - ბაჩალიაშვილის დედა
პრეპარატების შეძენა აიძულეს - ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა არ გამორიცხავს, რომ მის შვილს დიდი ოდენობით პრეპარატების შეძენა აიძულეს. 

თეონა თამაზაშვილის თქმით, მისმა შვილმა ასევე შეიძინა გასახდომი ჩაი, რაც დედის თქმით, სუიციდის ფაქტს ლოგიკურად არ შეიძლება უკავშირდებოდეს. თამაზაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 

ის გამოძიებისგან სატელიტიდან გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას ითხოვს, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა თამარის ავტომობილი ადგილზე გაუჩინარების დღიდან.

"არანაირი თვითმკვლელობა. თვითმკვლელობას იძიებდნენ ამდენ ხანს? თვითმკვლელობის გამოსაძიებლად დაჭირდათ თვენახევარი? დამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა თამარის მანქანა პირველივე დღიდან იქ, რა წერილი მისწერეს FBI-ს, იქნებ სულაც მისწერეს, რომ ეს თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება ფედერალური ბიურო და მერე იმათი პასუხიც მაჩვენონ, დადონ ის ფლეშკები, სადაც არის პასუხი ყველა კითხვაზე. 

თამუნა ყიდულობს გასახდომ ჩაის და იმ მედიკამენტებს. იქნებ ვიღაცამ დაავალა და იძულების წესით ყიდულობდა იმ მედიკამენტებს. არანაირი თვითმკვლელობა, არ ვენდობი გამოძიებას. დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს" - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გასააჯაროვა, რომლის თანახმადაც ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით საძილე, ტკივილგაუმაყუჩებელი მედიკამენტები და ანტიდეპრესანტები.

პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ყიფულობს სხვადასხვა აფთიაქში ბაჩალიაშვილი მედიკამენტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system