თავში

პრეზიდენტი ჩიჩილაკის UNESCO-ს სიაში შეტანის ინიციატივით გამოდის 

პრეზიდენტი ჩიჩილაკის UNESCO-ს სიაში შეტანის ინიციატივით გამოდის 
პრეზიდენტი ჩიჩილაკის UNESCO-ს სიაში შეტანის ინიციატივით გამოდის 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გურიაში, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში გააკეთა, სადაც ის კალანდობის აღსანიშნავად ჩავიდა. 

"მე ხელში მიჭირავს ჩიჩილაკი. ის დგას პრეზიდენტის სასახლეშიც. ესაა არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მოედო მთელ საქართველოს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და გურული კალანდობა შევიტანოთ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ UNESCO-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური," განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system