თავში

პრეზიდენტი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ეწვია

პრეზიდენტი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ეწვია
პრეზიდენტი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა.

როგორც report.ge-პრეზიდენტის ადმინისტრაციდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც ქართული სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად. მან მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.

აკადემიის შენობის რეაბილიტაცია ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინდორისა და ტრიბუნების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისას საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system