თავში

პრეზიდენტი: მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო

პრეზიდენტი: მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო
პრეზიდენტი: მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. 

პრეზიდენტი სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. 

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით, თურქეთის მოქალაქე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system