თავში

პრეზიდენტი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

პრეზიდენტი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
პრეზიდენტი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

"გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით.

მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალის პრინციპებს. 

დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას.

მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას", – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system