თავში

პრეზიდენტმა პეტრას ციხე დაათვალიერა

პრეზიდენტმა პეტრას ციხე დაათვალიერა
პრეზიდენტმა პეტრას ციხე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს აჭარის რეგიონს ეწვია და პეტრას ციხე და ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა.

პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები ამჟამად პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალშია დაცული.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" მრავალჯერ ნახსენები ქაჯეთის ციხე სწორედ პეტრას ციხე -სიმაგრეა.

ზღვის პირას, კლდოვან ბორცვზე მდებარე პეტრას აკროპოლისი მიუვალ ციხედ ითვლებოდა. აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება "პეტრა", რაც ქვას, კლდეს ნიშნავს.

დღემდე შემორჩენილია ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლის ნანგრევები, მათ შორის, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაშთია.

კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან – ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტურული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვერპლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system