თავში

მოთოვს თუ არა ახალ წელს - ამინდის პროგნოზი

მოთოვს თუ არა ახალ წელს - ამინდის პროგნოზი
მოთოვს თუ არა ახალ წელს - ამინდის პროგნოზი

31 დეკემბერს და 2020 წლის 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

,,საინტერესოა, რომ დედაქალაქში თოვლი ახალი წლის ღამეს ბოლოს 2009 წელს აღინიშნა, რა დროსაც თოვლის საფარის სიმაღლემ 3 სმ შეადგინა. ქ. ბათუმში კი 1993 წელს, აქაც თოვლის საფარის სიმაღლე 3 სმ იყო", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system