თავში

პროგნოზები არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას - პაატა იმნაძე

პროგნოზები არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას - პაატა იმნაძე
პროგნოზები არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას  - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ "ომიკრონის" შტამის გავრცელების ტემპი დაშვიდების საშუალებას არ იძლევა. მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა კვლავ ვაქცინაციას ენიჭება. 

"ეს წელი ძალიან მძიმე იყო როგორც მთელი მსოფლიოსათვის ასევე საქართველოსთვის, საკმაოდ დიდ მსხვერპლი შეეწირა კორონას პანდემიას. სამედიცინო სექტორისათვის ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდა. იყო დღეები, როდესაც ზღვარზე მუშაობდა სამედიცინო სექტორი. 

იმის გათვალისწინებით, როგორი გავრცელება მოიპოვა ომიკრონმა მთელ მსოფლიოში, პროგნოზები არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას და რა თქმა უნდა ისევ რჩება პირველ რჩევად აცრა, რომელსაც შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა," - აცხადებს პაატა იმნაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system