თავში

ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ

ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ
ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ

"არშაში ამ მომენტისთვის დასრულებულია კონკრეტულად დაავადებული პირის და კონტაქტირებული პირების სრული ტესტირება და თერმოსკრინინგი,"- ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გოჩა ქავთარაძე აცხადებს.

ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. სპეციალისტები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ სამ სოფელში იკვლევენ, სადაც ინფექცია დადასტურდა. 

"ასევე, დასრულებულია დაბა სტეფანწმინდაში დაავადებული ოჯახის წევრების და კონტაქტირებული პირების სრული ტესტირება და თერემოსკრინინგი. რა თქმა უნდა, ხვალისთვის დაველოდებით პასუხებს და შესაბამისად, დაავადებათა ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით და მათთან შეთანხმებით მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მომენტისთვის სიმშვიდეა, მოსახლეობა ძალიან გაგებით შეხვდა გარბანში, თანამშრომლობენ, გაგებით ხვდებიან ამ მდგომარეობას," - აცხადებს ქავთარაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყაზბეგის ჩაკეტვა არ იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system