თავში

ყოფილი პროკურორის განცხადებას გენინსპექცია შეისწავლის

ენინსპექცია შეისწავლის
ყოფილი პროკურორის განცხადებას გენინსპექცია შეისწავლის

ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის განცხადებას პროკურატურის გენერალური ინსპექცია შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყოფილმა პროკურორმა სალომე ადეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ის უწყებაში არსებულ ნეპოტიზმზე, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, შრომითი უფლებების დარღვევებსა და სხვა პრობლემებზე მიუთითებდა.

ყოფილმა პროკურორმა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ საქართველო დატოვა. სალომე ადეიშვილი პროკურატურაში 2013 წლიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system