თავში

ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან- კათოლიკოს პატრიარქი

ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან- კათოლიკოს პატრიარქი
ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან-  კათოლიკოს პატრიარქი

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს",- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის დღესასწაულისადმი დაკავშირებით აღვლენილი საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან.

„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. ბზობა არის დიდი ზეიმი, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“ - განაცხადა  პატრიარქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system