თავში

"ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია..." - გაიოზ ჩარკვიანი

"ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია..." - გაიოზ ჩარკვიანი
ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია... - გაიოზ ჩარკვიანი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ჩემო ვახო, სიტყვები არ მყოფნის, 40დღეა უკვე შენ ჩვენ გვერდით აღარ ხარ.

ყოველი დილა იწყება ცრემლებით და ღამე შენი სურათების გარემოცვაში ჯოჯოხეთია.

თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ სადმე გაცილებ და ველოდები შენთან შეხვედრას. როცა შენი ხმა მენატრება გიჟივით ვუსმენ შენს ხმას, მაგრამ აუტანელია უშენობა და როდის დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი, რომ შენთან მოვიდე პირნათელი.

მალე შეხვედრამდე ჩემო ძმა და მეგობარო. შენი გაიოზა", - წერს ვახტანგ ჩარკვიანის მამა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system